1.პროექტის სახელწოდება – “ხალხური სიბრძნის კვალდაკვალ”
2.პროექტის იდეა ( თემა) – მოსწავლეებმა უნდა მოიძიონ ზემო იმერული ფოლკლორის ნიმუშები: ლექსები, ზღაპრები, შელოცვები.
3.პროექტის აქტუალობა – ფოლკლორის ნიმუშების მოძიებით, მოსწავლეებს უვითარდებათ კვლევისა და ძიების უნარები, შეუძლიათ მოპოვებული ცოდნა მიზანმიმართულად გამოიყენონ. კერძოდ: ფართო საზოგადოებას გააცნონ ხალხური სიბრძნის ნიმუშები.
4.პროექტის მიზნები – 1. მოსწავლეებმა უკეთ გაიცნონ საკუთარი კუთხის ფოლკლორის ნიმუშები.
2. ჩამოუყალიბდეთ: კვლევის,ძიების, დაკვირვებისა და დახარისხების უნარები.
3. მოძიებული მასალა გააცნონ ფართო საზოგადოებას და ამით უზრუნველყონ მისი პოპულარობა.
4. ხალხური სიბრძნის ნიმუშები გადაარჩინონ დაკარგვასა და გაქრობას.
5.მოსწავლეთა ასაკი – 17–18 წელი( XII კლასი)
6.ვადები/ხანგრძლივობა – 1 თვე.
7.მოსალოდნელი შედეგები – მოსწავლეები სოფლის უხუცესებისან ჩაიწერენ ფოლკლორის ნიმუშებს: ლექსებს, ზღაპრებს, შელოცვებს, გადაიღებენ ფოტოებს.
8.პროექტისთვის საჭირო რესურსები – მოიძიონ ინფორმაცია სოფელში მცხოვრები მოხუცებისაგან, კალამი, რვეული, ციფრული ფოტოაპარატი.
9.პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები) – მოსწავლეებთან ერთად პროექტის თემის შერჩევა, კლასის დაყოფა ჯგუფებად, თითოეული ჯგუფისათვის კონკრეტული დავალების მიცემა.
I – ლექსები.
II– ზღაპრები.
III– შელოცვები.
თითოეულმა ჯგუფმა თავისი დავალების შესაბამისი ინფორმაცია უნდა მოიპოვოს. კერძოდ, დააკვირდეს ნიმუშის სიძველეს, რა დამახასიათებელი ნიშნები აქვს ზემო იმერულ დიალექტს, ახასიათებს, თუ არა დინამიკური მახვილი კითხვით სიტყვაზე და რომელ ხმოვანზე მოუდის ის, რომელი სუფიქსი აწარმოებს მრავლობით რიცხვს, გამოიყენება, თუ არა ნაწილაკ– მორფემოიდები. და ა.შ.
ინფომაციის მოპოვების შემდეგ მოხდება მისი ორგანიზება, მოძიებული მასალის განსჯა, გაანალიზება, ფოტოების დახარისხება და მათი გამოყენება ალბომის დასამზადებლად.
დამზადებული ალბომის პრეზენტაცია, პროექტის შემაჯამებელი შეფასება, მასწავლებლის მიერ “პრეზენტაციის” შეფასების რუბრიკის გამოყენებით.
10.საგნებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი – კავშირი აქვს ქართულ ენასა და ლიტერატურასთან.
ეროვნული სასწავლო გეგმა. ქართ.XII.1 მოსწალე წაროადგენს სასწავლო პროექტს აუდიტორიის წინაშე.
XII.2 მოსწავლე კრიტიკულად აანალიზებს და აფასებს თანაკლასელთა მიერ წარმოდგენილ სასწავლო პროექტს.
11.პროექტის ხელ–ლი/ მასწავლებელი – თეა გოგსაძე.
12.ხელ– ლის ელ–ფოსტა
No comments:
Post a Comment