Wednesday, October 18, 2017

ქართული ენის წრე --- ,, ანი-დან ჰოე-მდე 33,,

წრის დაარსების ინიციატორი, მასწავლებელი -- თეა გოგსაძე.

საწრეო მუშაობის მიზნები--  * მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავება.

                                                     * მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა და განვითარება.

                                                      * მოსწავლეთა კვლევა-ძიების უნარების განვითარება.


წრის დახასიათება--- ,,ანი-დან ჰოე-მდე 33,,  არის ქართული ენის წრე, იგი იძლევა                                                         ცნობებს ქართული ანბანის წარმოშობის, მისი განვითარების და                                                მასზე სხვადასხვა თეორიების არსებობის შესახებ. წრეზე                                                            დეტალურად იქნება ყველა ის საკითხი განხილული და                                                              დამუშვებული, რომელიც ქართულ ანბანს ეხება.

საწრეო მუშაობის პროგრამა.
                  1. ქართული დამწერლობის წარმოშობა

                  2. ისტორიული ცნობები ქართული ანბანის წარმოშობის შესახებ.

                 3. ქართული დამწერლობის წარმოშობის თეორიები, ბერძნულ-სომხური თეორია.
                 4. ბერძნული თეორია.
                 5. სემური თეორია.
                 6. ქართული დამწერლობის წარმოშობის ქრონოლოგია.
                 7. ქართული ანბანის აგების პრინციპები.

საწრეო მუშაობის ხანგრძლივობა.
                 
ოქტომბერი--- დეკემბერი.

შეხვედრების განრიგი.

12/ 10/ 2017.  15:00

26/ 10/ 2017.  15:00

3/ 11/ 2017.  15:00

17/ 11/ 2017. 15:00

30/ 11/ 2017. 15:00

7/ 12/ 2017. 15:00

19/ 12/ 2017. 15:00

Saturday, December 3, 2011

"ზღაპრები"


მოხერხებული კაცი”
იყო ერთი ღარიბი კაცი, დათესა ღომი ყანაში. წევიდა კაცი და ნახა ღომი, თქვა: რავარია ჩემი ყანაო. ყანაში შოუსწრია გარეული ინდოურები მთავარი დოუჭერია, დანარჩენი წასვლია. ხაზეიკა გამიშვი და ბედს გწევ! შეხვეწნია ინდოური ყანის პატრონს, გოუშვია მასაც. მეორეთ ისევ შემოსულან ყანაში. მოუსვია კაცს ხელი და წამოუყვანია სახლში ინდოურები, დოუძახია ქალისთვის დამამწყვრევიე ინდოურებიო. დოუმწყვრევიათ ბოსელში, მომდგარენ და დოუკლიათ სუყველა, გოუფუფქიათ, გოურეცხიათ და ჩამოუკიდიათ ბოსელში. დეისვენეს ცოლმა და ქმარმა, უეცრად მევიდა სოვდაგარი, დეიძახა თურმე. გეიხედეს გარეთ და მიიწვიეს სახლში სოვდაგარი. ქმარმა ცოლს ხაზირი მისცა: აბა დატრიალდი სტუმარი მოგვივიდა პატივი ვცეთ. დატრიალდა ქალი, გააკეთა სადილი. კერიასთან იჯდა პატარა სამფეხა კატა,  კაცმა უთხრა ცოლს: როგორც ეკუთნის ამ კატას ისეთი საინი მიართვიო. ღირსია მაგ ჭამისო. ადგა ქალი ზეზე და უმალ კატას მიუტანა საჭმელი, მერე გაშალა სუფრა. სოვდაგარმა კითხა უმალ კატას მიუტანე საჭმელი მერე მეო? სტუმარი კატაში გამცვალეო? აი შენ კი არ იცი ემის ამბავი, საჭმელი კი არა მოფენილზე უნდა მყავდესო! რაშია კაცო საქმე? რა გაგიკეთა ამ სამფეხა კატამაო? შენ რა იციო? უთხრა კაცმა: წამოდი მაგის ნამუშევარი ნახე და მერე მელაპარაკეო. სოვდაგარს ჯერ ლუკმაც არ ოუღია წაყვა მასპინძელს, მასპინძელმა გააღო კარები და კედელზე დაკიდებული ინდოურები დაანახვა და უთხრა: ეს მამიყვანა მაგანო და სულ კარგი მასპინძლები ვართ მაგითო. ჩვენი მჭმეველი მაგ არისო.მოტრიალდა სოვდაგარი და უთხრა: მეცი პატივი და მამყიდეო, შენ ხომ ამდენი პატივი გცა, შენი მეგობარი ვარ და დამითმე რაც გინდა მოგცემო!  მაგ კატის წონა ფული მამე და მოგცემო. ადგა სოვდაგარი და მიცა. მასპინძელმა დაარიგა სოვდაგარი: წეიყვანე მთაზე და გოუშვი მესამე დღეს მეიკითხე, გადი ტყეში იძახე, ციცო,ციცო! მოვარდება შენთან, სად არის მოგროვებული ინდოურები გაჩვენებს და შენ მერე წადი და წამეიღეო. სოვდაგარმა წამეიყვანა კატა, მისი სამი წონა ფული დოუტოვა და წამევიდა. მივიდა სახლში, ქალი წეეჩხუბა ეს სამფეხა კატა რათ გინდაო? შენ რა იცი ამ კატის ამბავიო? ეს კატა ჩვენ აგვაშენებსო! უთხრა ცოლს. მეორე დღეს  გეემგზავრა კატა და სოვდაგარი ტყეში, დატოვა კატა იქ და წამევიდა თავად. გათენდა მეორე დღე, მესამე დღეს წევიდა კაცი კატის მოსაძებნად, გევიდა ტყეში და დეიწყო ყვირილი: ციცო! ციცო! მარა სად არის ციცო? დაბრუნდა და მივიდა იმ ადგილას და რას ხედავს? საიდანაც გოუშვა იქანა გოუვლია ცოტა და მომკვდარა. სოვდაგარი პირდაპირ იმ კაცთან მივიდა მუქარით. დოუძახნია და გამოუხედნია, დოუყვირია რა მიქენი კაცო შენ? რას დამაჯინე ცივ ქვაზე? შენ მითხარი ინდოურებს მეინადირებს და მოგიყვანსო და ის კი სადაც დავაჯინე გოუვლია ცოტა და მამკდარაო, ახლა უნდა მოგკლაო! ამ კაცმა უთხრა: ნუ მამკლავ ერთი ჭური იყიდე დადევი შუა გზაზე, მე ჩავჯდები შიგ  გამეივლის ვინმე მაწიანებს ხელს და გადამაგდებს ამით ჩემი ცოდვა შენ აგეცილებაო. იყიდა სოვდაგარმა ჭური გეიტანა გზაზე ჩააჯინა შიდ კაცი და დატოვა, კაცი ჭურში ყვირის არ მინდა ხელმწიფობა, არ მინდა ხელმწიფობაო! მოდის აგერ მეჯოგე, მოყავს ცხვრის ჯოგი, ვინ ხარ კაცო შენ? შენ თუ არ გინდა ხელმწიფობა მე მინდა, მე ჩავჯდები მაგ ჭურში, შენ წეიყვანე ჩემი ჯოგიო. ჩაჯდა მეჯოგე ჭურში და ის კაცი ამევიდა, უწიანა ჭურს ხელი და გადააგდო კლდეზე. ამ ჯოგს მოუსვა ხელი და წამეიყვანა სახლში, რომ მოდის ეს კაცი სახლში შეხვდა სოვდაგარი. კაცო შენ სად ხარ? ჭურში ჩაგაჯინე და ასე თქვი გადამაგდებენ კლდეზე და დამამტვრევენო, შენ კი ჯოგი მოგიხვეტია და წამოგიყვანია, სად იშოვეო? – ეს რა არის კაცო? ახლოს გადამაგდეს თუ არა შორს, რო გადევეგდე საქონლის ჯოგს წამევიყვანდიო. მიშველე კაცო მეც ჩამაჯინე მაგ ჭურში და მიწიანე ხელი ეგებო მეც საქონლის ჯოგი წამევიყვანოვო. წადი იყიდე ჭური მიიტანე იქანა სადანაც ჩემი ჭური იყო და ხელს რავა არ გიწიანებო? იყიდა სოვდაგარმა ჭური მიიტანა იმ ადგილზე ჩაჯდა შიგ და იძახის არ მინდა ხელმწიფობა! არ მინდა ხელმწიფობა!  თუ არ გინდა ხელმწიფობაო და.. უწიანა ხელი და გადააგდო კლდეზე.
წამევიდა ეს კაცი სახლში და მეეპატრონა თავის ჯოგს და ოჯახს.
ჭირი იქა ლხინი აქა. ეს ზღაპარი ჩაწერილია საზანოში მცხოვრები დომნა კუპატაძისაგან.


                              “ობოლი ბიჭი”
     იყო და არა იყო რა , იყო სამი ობოლი ძმა, ქონდათ ერთი პატარა სახლი და ყავდათ ერთი ცალთვალა ხარი. უთხრეს ძმებმა ერთმანეთს უნდა გევიყოთო. მართლაც გეიყვენ. ორმა ძმამ სახლი დეიტოვა, უმცროს ძმას კი რომელიც დაბრიყვებული ყავდათ ცალთვალა ხარი მიცეს. დარჩა გარეთ, რა ვქნა ახლა? შემწუხრდა უმცროსი ბიჭი, ცალი ხარით რა გავაკეთო? მოდი წევიყვან გასაყიდად, გავყიდი და პატარა რაიმე თავშესაფარს ავაშენებო. წეიყვანა, არონია, არონია და ვერ გაყიდა ბაზარში ახლა რა ვუყო ამას? წამევიდა დიდი გზა ქონდა გასავლელი.იარა მაგრამ ვერ მიატანა თავის ეზოს. ნახა ერთი ჩამობელილი ხე ტყეში შევიდა და დააბა ხარი ზედ, თითვან კი წამევიდა თავის ეზოში, ამაღამ თუ არაფერმა შეჭამა ხვალ კიდე გევიყვან ბაზარში და ეგებო გავყიდოო. დაწვა და დეიძინა დაქანცულმა, გათენდა დილა ისევ წევიდა ხართან რო წეეყვანა გასაყიდად, მივიდა და საღა არი ხარი?  მარტო რქებია ხეზე მიმბული. თურმე მგელს  შოუჭამია, შამეიკრა თავში ხელი და ჩაფიქრდა, წამოდგა ზეზე და დაარტყა ხეს ჯერ ერთხელ მერე მეორეთ, წეიქცა ხე  და გადმოცვივდა ფულები. ახლა მეშოკი არ აქ აქა ფული რო ჩაყაროს შიგ, წამევიდა ინათხოვრა მეშოკები და დაავსო სუყველა ფულით, რამდენს წამეიღებს იმდენი დახვდება, შეჭედა ერთი ფიცრული სახლი, შიგ შეიტანა, დაკეტა და წევიდა ქალაქში ტანისამოსის  საყიდად. იქ გეიგო, რომ ხელმწიფის მზეთუნახავი ქალი თხოვდება ვიღაც ოფიცერზე, მივიდა იმ მეფესთან სახლში დეინახა ვეზირი. ვეზირმა კითხა: ვინ ბრძანდებიო? ერთი გაჭირვებული ბიჭი ვარ ღამე გამათევიეო. ვეზირმა უთხრა წავალ და მეფეს ვკითხავო, შენ აქანა მეიცადეო. წევიდა. მეიყვანეო უთხრა ხელმწიფემ, წეიყვანეთ აბანოშო დაბანეთ, ჩააცვით კაი ტანისამოსი  და ლოგინიც გოუშალეთო. მარლთაც წეიყვანეს დაბანეს, დაასუფთავეს. აბანოდან რო გამევიდა მეფემ დეინახა ეს ბიჭი, მივიდა შვილთან და უთხრა: ჩვენ სამეფოში ამისთანა ბიჭი არ მინახია. შვილმა მიუგო დამანახვეო. დაანახვა, შვილმა თქვა: ეგ და ოფიცერი დააწვინეთ ერთ ოთახში, რომელთანაც ვიქნები ხვალ ის იქნება ქმარიო. დააწვინეს ერთ ოთახში ორივე. შუაღამეზე ადგა ხელმწიფის გოგო და შევიდა იმ ოთახში სადაც ისინი იყვენ, იმ მხარეს სადაც ის ობოლი ბიჭი იყო კარგი სუნი ტრიალებდა. ხელმწიფის გოგოც იმ ობოლ ბიჭს დარჩა, ხელმწიფემ გადაიხადა ქორწილი, იმ ბიჭმა მერე თავისი სიმდიდრეც აქ მეიტანა და ცხოვრობდენ ბედნიერად.
        
        ეს ზღაპარი ჩაწერილია სოფელ ქვედა საზანოში მცხოვრები  ლუბა ბოჭორიშვილისაგან.

"ხალხური სიბრძნის კვაკდაკვალ"

1.პროექტის სახელწოდება – “ხალხური სიბრძნის კვალდაკვალ”
2.პროექტის იდეა ( თემა) – მოსწავლეებმა უნდა მოიძიონ ზემო იმერული ფოლკლორის ნიმუშები: ლექსები, ზღაპრები, შელოცვები.
3.პროექტის აქტუალობა – ფოლკლორის ნიმუშების მოძიებით, მოსწავლეებს უვითარდებათ კვლევისა და ძიების უნარები, შეუძლიათ მოპოვებული ცოდნა მიზანმიმართულად გამოიყენონ. კერძოდ: ფართო საზოგადოებას გააცნონ ხალხური სიბრძნის ნიმუშები.
4.პროექტის მიზნები – 1. მოსწავლეებმა უკეთ გაიცნონ საკუთარი კუთხის ფოლკლორის ნიმუშები.
                                       2. ჩამოუყალიბდეთ: კვლევის,ძიების, დაკვირვებისა და დახარისხების უნარები.
                                      3. მოძიებული მასალა გააცნონ ფართო საზოგადოებას და ამით უზრუნველყონ მისი პოპულარობა.
                                       4. ხალხური სიბრძნის ნიმუშები გადაარჩინონ დაკარგვასა და გაქრობას.
5.მოსწავლეთა ასაკი – 17–18 წელი( XII კლასი)
6.ვადები/ხანგრძლივობა – 1 თვე.
7.მოსალოდნელი შედეგები – მოსწავლეები სოფლის უხუცესებისან ჩაიწერენ ფოლკლორის ნიმუშებს: ლექსებს, ზღაპრებს, შელოცვებს, გადაიღებენ ფოტოებს.
8.პროექტისთვის საჭირო რესურსები – მოიძიონ ინფორმაცია სოფელში მცხოვრები მოხუცებისაგან, კალამი, რვეული, ციფრული ფოტოაპარატი.
9.პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები) – მოსწავლეებთან ერთად პროექტის თემის შერჩევა, კლასის დაყოფა ჯგუფებად, თითოეული ჯგუფისათვის კონკრეტული დავალების მიცემა.
I – ლექსები.
II– ზღაპრები.
III– შელოცვები.
თითოეულმა ჯგუფმა თავისი დავალების შესაბამისი ინფორმაცია უნდა მოიპოვოს.  კერძოდ, დააკვირდეს ნიმუშის სიძველეს, რა დამახასიათებელი ნიშნები აქვს ზემო იმერულ დიალექტს, ახასიათებს,  თუ არა დინამიკური მახვილი კითხვით სიტყვაზე და რომელ ხმოვანზე მოუდის ის, რომელი სუფიქსი აწარმოებს მრავლობით რიცხვს, გამოიყენება, თუ არა ნაწილაკ– მორფემოიდები. და ა.შ.
    ინფომაციის მოპოვების შემდეგ მოხდება მისი ორგანიზება, მოძიებული მასალის განსჯა, გაანალიზება, ფოტოების დახარისხება და მათი გამოყენება ალბომის დასამზადებლად.
დამზადებული ალბომის პრეზენტაცია, პროექტის შემაჯამებელი შეფასება, მასწავლებლის მიერ  “პრეზენტაციის” შეფასების რუბრიკის გამოყენებით.
10.საგნებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი – კავშირი აქვს ქართულ ენასა და ლიტერატურასთან.
ეროვნული სასწავლო გეგმა.  ქართ.XII.1 მოსწალე წაროადგენს სასწავლო პროექტს აუდიტორიის წინაშე.
                                                               XII.2 მოსწავლე კრიტიკულად აანალიზებს და აფასებს თანაკლასელთა მიერ წარმოდგენილ სასწავლო პროექტს. 
11.პროექტის ხელ–ლი/ მასწავლებელი – თეა გოგსაძე.
12.ხელ– ლის ელ–ფოსტა

    13.http://gogsadzetea7.blogspot.com/
                                                             

თეა გოგსაძე

მე ვარ თეა გოგსაძე, დავიბადე 1983 წელს ქ.ზესტაფონში.